26 თებერვალის ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარი გაუფასურდა და 2.7928 ლარი შეადგინა. კურსი, რომელიც
დღეს მოქმედებდა, 2.7946 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან
მიმართებაში 0.18 თეთრი შეადგინა.
გამყარდა ევრო, რომლის კურსი 3.0383 ლარია. მაშინ როცა დღეს მოქმედი კურსი 3.0291 ლარს შეადგენდა.
შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.92 თეთრი შეადგინა.
გაუფასურდა თურქული ლირა, რომელიც 0.4535 ლარს შეადგენს, ასევე გაუფასურდა ფუნტი და 3.6133 ლარი
ეღირება.
დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსები, ხვალიდან 27 თებერვალიდან შევა ძალაში.