პარლამენტის თავმჯდომარე გიგი უგულავას დაკავებას გამოეხმაურა და განაცხადა, რომ არცერთ დემოკრატიაში მართლმსაჯულება არ ელოდება არჩევნებს. არჩილ თალაკვაძის თქმით, ევროპარლამენტის მისიის დასკვნამ ყველა კითხვას პასუხი უნდა გასცეს.
„ადამიანაურად, რა თქმა უნდა, ვწუხვარ, რომ ის კვლავ პატიმრობაში აღმოჩნდა და სასამართლომ დაადგინა ბრალეულობა დიდი ოდენობით საჯარო ფინანსების გაფლანგვასთან დაკავსირებით. ვხედავ, რომ წარმოიშვა კითხვები ოპოზიციის მხრიდან და ასევე არაერთმა დაინტერესებულმა ადამიანიმა გამოთქვა მოსაზრება ამასთან დაკავშირებით. სწორედ ამიტომ ჩვენ დღეს ევროპაში, მაღალი დონის ვიზიტებზე, რომელიც ბატონმა კალაძემ და ბატონმა კობახიძემ გამართეს, ევროპარლამენტს შევთავაზეთ ფაქტების შემსწავლელი მისიის შექმნა და გამოგზავნა საქართველოში, რომელსაც ექნება სრული ხელმისაწვდომობა საქმის მასალებზე. მართლმსაჯულება ფუნქციონირებს დამოუკიდებლად, მას აქვს თავისი ვადები, თავისი მარეგულირებებლი კანონმდებლობა, ხოლო არჩევნები ეს არის პოლიტიკური პროცესი და არასოდეს, არც ერთ დემოკრატიაში მართლმსაჯულება არ ელოდება არჩევნებს“, - განაცხადა თალაკვაძემ.