ამიერიდან ბათუმში, ბარცხანის დასახლებაში, ნავთობის სუნი მინიმუმადე იქნება დაყვანილი. ბათმის ნავთობტერმინალში სპეციალური ინფრასტრუქტურა დამონტაჟდა, რითაც ნავთობის გადაზიდვისას გამოწოფილი სუნი მოსახლეობას აღარ შეაწუხებს.
ბათუმის ნავბთობტერმინალმა ექსპულატაციაში გაუშვა გაზის მართვისა და გაზგამწმენდი სისტემა, რომელიც დამონტაჟებულია რეზერვუარების პარკში. სისტემა უზრუნველყოფს ნავთობის ორთქლის შეკრებას და გაწმენდას რტანკერებში და ხმელეთზე განლაგებულ რეზერვუარებში, რაც შედეგად ჰაერის ემისიის კლებას გამოიწვევს.
ნავთობის გადაქაჩვისას სრულად იქნება უზრუნველყოფილი ჰაერში სპეციფიკური სუნის გავრცელების შესაძლებლობა. სისტემის მშენებლობა ლიტვური "ჩონტყ ჩჰემიცალ"-ის, იტალიური "Kაპპა Gი"-ისა და უკრაინის ნავთობის ტრანსპორტირების ინსტიტუტმა შეასრულა.
"მოცემული სისტემა არის გამოსდაცვის პროგრამის ნაწილი, რომელიც შეთანხმებულია საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროსთან. ამ პროგრამის ფარგლებში ტარდება კონკრეტული ღონისძიებები ეკოლოგიური მაჩვენებლების გასაუმჯობესებლად", - განაცხადა ტერმინალის მართველთა საბჭოს თავმჯოდმარემ აბაი ტურიკპენბაევმა.