დუშეთის რაიონში შუახნის ქალი საკუთარ საცხოვრებელ სახლთან მგელმა დაკბინა. შემთხვევა გუშინ მოხდა. ინფორმაციას პირველი არხი ავრცელებს.
როგორც თავად დაშავებული ჰყვება, ის ნახირიდან დაბრუნებულ საქონელს ელოდებოდა, რა დროსაც მგელი დაესხა თავს.
დაშავებული მძიმე დაზიანებებით ქირურგიის ეროვნულ ცენტრში გადაიყვანეს. მას დაზიანებული ჰქონდა სახე და ზედა კიდურები.
ექიმის ინფორმაციით, დაშავებულს ჩაუტარდა რამდენიმე, მათ შორის პლასტიკური ოპერაციაც. მისივე თქმით, ამ დროისთვის პაციენტი კონტაქტურია და მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.