ზამთრის ტურიზმის დასაგეგმად სააგენტო და ტურისტული სექტორი ერთად ითანამშრომლებენ., _ ამის შესახებ "ჯი-ეიჩ-ენს" საქართველოს ტურიზმის ეროვნული სააგენტოს თავჯდომარემ მაია სიდამონიძემ განუცხადა.
მისი თქმით, ტურები იგეგმება როგორც ბაკურიანსა და გუდაურში, ასევე მესტიასა და სხვა რაიონებში.
"პირველ რიგში საჭიროა შეიქმნას საინტერესო ტურები დამსვენებლის მოსაზიდად. ამიტომ, ჩვენი სააგენტო და კერძო სექტორი ერთად ვითანამშრომლებთ ტურების დასაგეგმად გაკეთდება ღონისძიებების კალენდარი, როგორც ქართველი, ასევე უცხოელი დამსვენებლისთვის საუკეთესო პირობების შესაქმნელად", - განაცხადა "ჯი-ეიჩ-ენთან" საუბარში სიდამონიძემ.