ავღანეთის ქალაქ კანდაჰარში, რომელიც ამავე სახელწოდების პროვინციაში მდებარეობს, ტერორისტული აქტების შედეგად, 9 ბავშვი დაიღუპა და 25 ადამიანი დაშავდა. ამის შესახებ "სი-ენ-ენი" იუწყება.
ქალაქის სხვადსხვა დასახლებაში თითქმის ერთდროულად, 5 აფეთქება განხორციელდა, დაღუპული ბავშვების ასაკი 10-დან, 14 წლამდე იყო.
ცნობისათვის, აღნიშნულ აფეთქებამდე ერთი დღით ადრე, კანდაჰარში ტერორისტები ქალაქის მერს დაესხა თავს.