ქაბულის ხელისუფლებამ მოძრაობა "თალიბანის" ხელისუფლებასთან საიდუმლო მოლაპარაკებები დაიწყო. მოლაპარაკებათა მიზანი ავღანეთში მიმდინარე მრავალწლიანი ომის შეწყვეტაა. ინფორმაციას ამის შესახებ ტელეკომპანია "ალ-ჯაზირა" არაბულ და ავღანურ ინფორმირებულ წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს.
მათი ინფორმაციით, მოლაპარაკებები ამჟამად "წინასწარ ეტაპზე იმყოფება". ამის მიუხედავად, არსებობს ინფორმაცია იმის შესახებ, რომ თალიბების წარმომადგენლებს საკმარისი უფლებამოსილება აქვთ იმისათვის, რომ სავარაუდო შეთანხმებისა და დაზავების პროექტი თავის ლიდერს მულა ომარ მოჰამმადს წარუდგინოს განსახილველად, რომელიც პაკისტანის ტერიტორიაზე იმყოფება.
აღსანიშნავია, რომ ადრე თალიბების ხელისუფლება კატეგორიულ უარს აცხადებდა ჰამიდ კარზაის ხელისუფლებასთან რაიმე სახის მოლაპარაკებების წარმოებაზე და აცხადებდა, რომ ამას იმ დრომდე არ გააკეთებს, ვიდრე ავღანეთის ტერიტორიიდან უცხო ქვეყნის ჯარები მთლიანად არ გავლენ.