პაკისტანელმა თალიბებმა ქალაქ კვეტტთან (ბელიჯისტანის ადმინისტრაციული ცენტრი) სატრანსპორტო ტერმინალზე ნატოს კუთვნილი 20 ბენზინმზიდი გაანადგურეს.
გავცელებული ინფორმაციით, დღეს დილით შეიარაღებულმა ბოევიკებმა ტერმინალის ტერიტორიაზე შეღწევა მოახერხეს და ბენზინმზიდებს ცეცხლი გაუხსნეს, რომლის შედეგადაც გამოწვეული ხანძრის ლოკალიზება ამ დრომდე ვერ ხერხდება.
პაკისტანის ტერიტორიაზე ეს ერთადერთი საგზაო დერეფანია, რომლითაც ნატო ავღანეთში განთავსებულ ძალებს საკვებს, მედიკამენტებს, საწვავ და საპოხ მასალებს აწვდის.