ახმეტის მუნიციპალიტეტის გამგეობა და ლატვიის ლიგეტნის მხარე ტურიზმის, კულტურის, ხელოვნებისა და სპორტის საკითხებში ურთიერთდამეგობრების მემორანდუმს მოაწერენ ხელს.
მემორანდუმი დღეს, 6 ოქტომბერს, ახმეტაში გაფორმდება, სადაც ლიგეტნის მხარის წარმომადგენლები იმყოფებიან.
აგვისტოში ლატვიაში უკვე იმყოფებოდა ახმეტის მუნიციპალიტეტის 10-კაციანი დელეგაცია. მათ შორის იყვნენ ახმეტელი მოჭიდავეებიც, რომლებმაც ქალაქ ლიეპაიაში გამართულ ღია პირველობაზე ხუთი ოქროსა და ერთი ვერცხლის მედალი მოიპოვეს.
ლატვიელი სტუმრები კახეთში 11 ოქტომბრამდე დარჩებიან და რეგიონის ღირსშესანიშნაობებს გაეცნობიან.