დღეს მთავრობის პრეზიდიუმის სხდომაზე რუსეთის ფედერაციის პრემიერ-მინისტრმა ვლადიმერ პუტინმა მთავრობის მწეველ წევრებს მოუწოდა, საზოგადოებას მაგალითი მისცენ და მოწევაზე უარი თქვან.
პრეზიდიუმის სხდომაზე, სადაც სიგარეტის მოწევის წინააღმდეგ ბრძოლის კონცეფცია განიხილეს, ჯანდაცვის მინისტრმა ტატიანა გოლიკოვმა აღნიშნა, რომ რუსეთში 43,9 მილიონი მწეველია.
პუტინმა მთავრობის წევრებს და მინისტრებს მოუწოდა, პასუხისმგებლობა აიღონ და მოწევას თავი დაანებონ.