აშშ-ის მცხოვრებლებმა ჰოლივუდის მსახიობი ჯენიფერ ენისტონი მსოფლიოში ყველაზე მომხიბვლელ უქმრო ქალად დაასახელეს. შესაბამისი გამოკითხვა ტელეარხმა ჩBშ-მა და ჟურნალმა Vანიტყ Fაირ-მა ჩაატარეს.
გამოკითხვის შედეგად, რესპოდენტთა 29 პროცენტმა ჯენიფერ ენისტონი ყველაზე მომხიბვლელ ქალად მიიჩნია, 21 პროცენტმა მეორე ადგილი ოსკარის მფლობელს ჰოლი ბერის მიაკუთვნა. მესამე ადგილი წილად ხვდა შვედ მოდელს ელინ ნორდეგრენს, რომელსაც რესპოდენტთა ხმების 15 პროცენტი ერგო.
მომხიბვლელთა რეიტინგის ოთხეულში მოხვდა 88 წლის მსახიობი ბეტი უაიტი, მეექვსე ადგილი კი წილად ხვდა პოპ-მომღერალ ლედი გაგას. გამოკითხვაში დაახლოებით ათი ათასი ადამიანი მონაწილეობდა.