9 ოქტომბერს, ახმეტაში "ბიძინაობა-2010" გაიმართება. დღესასწაული „ბახტრიონის" აჯანყების 351-ე წლისთავს ეძღვნება. კახეთის საინფორმაციო ცენტრის ინფორმაციით, ზეიმი ბიძინა ჩოლოყაშვილის სახელობის სკვერში გაიმართება.
„ბიძინაობაზე" თექის, გობელენების, სუვენირების, თიხის ნაწარმის, თუშური "ჩითების" და წინდების გამოფენა-გაყიდვა მოეწყობა; ასევე, იქნება ატრაქციონი და საცირკო სანახაობა. დღესასწაულზე ხილ-ბოსტნეულიც გაიყიდება: ყურძენი, ჩურჩხელა, თუშური და ფშაური ყველი, თაფლი და სხვა პროდუქტები" - აცხადებენ ახმეტის გამგეობაში.
დღესასწაულზე მოწვეული არიან აშშ-ს, იაპონიის, ჩეხეთის, პოლონეთის, ლატვიის, უკრაინის და სხვა ქვეყნების საელჩოები.
ბიძინა ჩოლოყაშვილი კახეთის 1659 წლის სახალხო აჯანყების ერთ-ერთი მეთაურია. აჯანყების შემდეგ შაჰმა ბიძინა ჩოლოყაშვილი, შალვა და ელიზბარ ერისთავებთან ერთად ირანში გაიწვია და გამაჰმადიანება მოსთხოვა, მაგრამ უარი მიიღო. ბიძინა ჩოლოყაშვილი წამებით მოკლეს.