"ალ-ქაიდა" ჩრდილო კავკასიის ტერიტორიას ე.წ. ისლამური ხალიფატის - ერთიანი ისლამური სახელმწიფოს შემადგენელ ნაწილად განიხილავს. ამ სახელმწიფოს შექმნა საერთაშორისო ტერორისტულ ორგანიზაციას აზიასა და სამხრეთ აფრიკაში სურს. განცხადება ამის შესახებ რუსეთის ფედერაციის უშიშროების საბჭოს მდივანმა ნიკოლაი პატრუშევმა გააკეთა.
"ტერორისტული ქსელის "ალ-ქაიდას" ძირითადი მიზანი "ისლამური ხალიფატის" მშენებლობაა. ამისათვის განიხილავენ ცენტრალური აზიის, ჩრდილოეთ და ცენტრალური აფრიკის ქვეყნები, ასევე ჩრდილო-კავკასიის რეგიონი. ამ რეგიონების მუსულმანური მოსახლეობისადმი სულ უფრო და უფრო ხშირად გაისმის მოწოდებები ჩამოაგდონ თავიანთი ხელისუფლებები", _ განაცხადა პატრუშევმა დღეს სოჭში 44 ქვეყნის უშიშროების საბჭოების წარმომადგენლების შეხვედრაზე.
მისი თქმით, ტერორისტული სტრუქტურების მოქმედებების გლობალური ხასიათი მოწმობს, რომ მათი ორგანიზაციული წყობა ერთიანი ხელმძღვანელობის ორგანოების მიერ მაღალ დონეზე დგას. მაგალითისათვის, "ალ-ქაიდა" უკვე გადაიქცა მოძრაობად, რომელიც იდეოლოგიურ საფუძველზე აერთიანებს ჯგუფებს მთელი მსოფლიოს მასშტაბით.
პატრუშევი ასევე აცხადებს, რომ მას მჭიდრო კონტაქტები აქვს დამყარებული ისლამური მაგრიბის ქვეყნებთან, სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიაში - "ჯემაა ისლამიასთან და რუსეთში - "კავკასიის იმარატთან".