პაკისტანში, უპილოტო თვითმფრინავის მიერ განხორციელებული შეტევის შედეგად, "ალ-ქაიდას" 8 მებრძოლი დაიღუპა. გავრცელებული ინფორმაციით, რამდენიმე ტერორისტი გერმანელი იყო.
ამის შესახებ "ბი-ბი-სი" იუწყება.
უპილოტო თვითმფრინავმა საჰაერო დარტყმები პაკისტანის ჩრდილოეთში მდებარე ვაზირისტანის შტატში განახორციელა. დაღუპულთაგან 3 გერმანელი იყო.
არსებული ინფორმაციით, ნატოს ჯარებმა პაკისტანში მყოფი ალ-ქაიდას ის დანაყოფი გაანადგურეს, რომლებიც ევროპის ქალაქებს ტერორისტული აქტებით ემუქრებოდნენ.
ცნობისათვის, გასულ თვეში, აშშ-ის არმიამ ტერორისტების წინააღმდეგ უპილოტო თვითმფრინავი 26-ჯერ წარმატებით გამოიყენა.