აჭარაში წყლის სისტემის განვითარების პროექტი მიმდინარეობს. აჭარის ყველა მუნიციპალიტეტში თანამედროვე სტანდარტების წყალმომარაგების და წყალარინების სისტემები იქმნება.
➡პროექტის ფარგლებში სამუშაო შეხვედრა, ხულოს მუნიციპალიტეტის მოსახლეობასთან ქვედა და ზედა ვაშლოვანსა და შურმულში გაიმართა. აღნიშნულ სოფლებში ადგილობრივი მცხოვრებლებით დაკომპლექტებული საინიციატივო ჯგუფები შეიქმნა. ჯგუფი პროექტის განხორციელების პროცესში ჩაერთვება.
➡მიმდინარე წელს, აჭარის რამდენიმე სოფელში, კერძოდ, ხულოში-სოფელ დიოკნისში, ქედაში-სოფელ ტიბეთაში და ქობულეთში-მუხაესტატეს მეურნეობაში, სარეაბილიტაციო სამუშაოები დაიწყება.
⚙საპროექტო დოკუმენტაციების მომზადების შემდეგ, სამშენებლო ტენდერი გამოცხადდება.
?აჭარაში წყლის სისტემის განვითარების პროექტის ბიუჯეტი 59,5 მილიონი ევროა.
➡პროექტი გერმანია-საქართველოს შორის თანამშრომლობის ფარგლებში, KfW -თან ერთად ხორციელდება.