2019 წელს საქართველოდან ევროკავშირის ქვეყნებში განხორციელდა 825.7 მლნ. აშშ დოლარის ექსპორტი, რაც 13.0 პროცენტით მეტია წინა წლის შესაბამის მაჩვენებელზე და ქვეყნის მთლიანი ექსპორტის 21.9 პროცენტს შეადგენს. "საქსტატის" მონაცემებით, იმპორტის მოცულობამ 2 321.5 მლნ. აშშ დოლარს მიაღწია (7.4 პროცენტით ნაკლები) და მთლიანი იმპორტის 25.6 პროცენტი შეადგინა. სავაჭრო ბრუნვამ ევროკავშირის ქვეყნებთან 3 147.2 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის მაჩვენებელს 2.8 პროცენტით ჩამორჩება. რაც შეეხება სავაჭრო დეფიციტს 2019 წელს მთლიან უარყოფით სავაჭრო ბალანსში მისი წილი 28.3 პროცენტით განისაზღვრა.