გიგა ბოკერია, რომელსაც საქმე აღუძრა ივანიშვილმა, იმსახურებს მთლიან სოლიდარობას და მხარდაჭერას ჩვენი მხრიდან, - განაცხადა საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ტელეკომპანია „მთავარი არხისთვის“ მიცემულ ინტერვიუში.
“გიგა ბოკერია, რომელსაც საქმე აღუძრა ივანიშვილმა, იმსახურებს მთლიან სოლიდარობას და მხარდაჭერას ჩვენი მხრიდან. გიგა ბოკერიასთან ჩვენ გვაქვს პოლიტიკური განსხვავებები, იმიტომ, რომ მიმაჩნია, რომ ძაან გვიან მიხვდა ბევრ რაღაცას მაგრამ სჯობს გვიან, ვიდრე არასდროს, მაგას მნიშვნელოვა არა აქვს. ყველა მსხვერპლი და მათ შორის გიგა, რომელიც არის მსხვერპლი ივანიშვილის, რომელსაც შეეშინდა, რომ გიგა ბოკერია ივლიდა უცხოეთში და ილაპარაკებდა მასზე ცუდად და ა.შ, ჩამოართვა პასპორტი პირველ ეტაპზე და მეორე ეტაპზე, რა თქმა უნდა, ხელები ეფხანება, რომ ისიც გაუყენოს ციხის გზას. ეს ნიშნავს იმას, რომ რა თქმა უნდა, მას აქვს სრული მხარდაჭერა, სრული სოლიდარობა ჩვენი მხრიდან, ჩემი მხრიდან პირადად, ეს არ იწვევს არანაირ ეჭვს“, - თქვა სააკაშვილმა.