თავ-ბედს ვიწყევლი ახლა, რომ გავაკეთე, თავ-ბედს ვიწყევლი, - განაცხადა საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ტელეკომპანია „მთავარი არხისთვის“ მიცემულ ინტერვიუში.
მისი თქმით, ხალხი ხდება იძულებით წავიდეს უცხოეთში სამუშაოდ.
„ივანიშვილი ყიდის საქართველოს საუკეთესო ნაწილს უცხოეთში. ჩემი ლობირებულია უვიზო, ჩემი იდეა იყო, საერთოდ, თავის დროზე, კარლ ბილდტთან და სიკორსკისთან რომ დავჯექით ომის შემდეგ, რა გვექნა. მოვიფიქრეთ აღმოსავლეთის პარტნიორობა, უვიზო მიმოსვლა ევროპასთან და ასოციაცია ევროპასთან. თავ-ბედს ვიწყევლი ახლა, რომ გავაკეთე, თავ-ბედს ვიწყევლი. კი მიხარია, მაგრამ ამას აქვს მეორე მხარე - როდესაც შენ ხალხს ვერ ასაქმებ შენთან, პრაქტიკულად, ის ხალხი ხდება იძულებით წასული მუშახელი უცხოეთისთვის“, - თქვა სააკაშვილმა.