გარემოსდაცვითი ორგანიზაციების ცნობით, 2019 წლის განმავლობაში შრი-ლანკაში რეკორდული რაოდენობის, 361 სპილო მოკვდა.
როგორც იტყობინებიან, სპილოების მოკვდინების ასეთი მაღალი რიცხვი, 1948 წლიდან, მას შემდეგ, რაც შრი-ლანკამ დამოუკიდებლობა მოიპოვა, არ დაფიქსირებულა.
სპილოების უმეტესობა მოკლულია ადამიანის მიერ.
შრი-ლანკას ტერიტორიაზე დაახლოებით 7500 სპილო ცხოვრობს. კუნძულზე სპილოს მოკვlა აკრძალულია, მაგრამ ცხოველები ხშირად ადგილობრივ დასახლებულ პუნქტებში იჭრებიან და ადამიანები თავის დაცვის უკიდურეს ხერხებს მიმართავენ.
შრი-ლანკაში ფერმერების უმრავლესობა სპილოებს მავნებლებად მიიჩნევს.
ადგილობრივი გარემოსდამცველი ორგანიზაციების თქმით, გასულ წელს დაღუპულ სპილოთა 85% ადამიანის ხელით არის მოკლული.
სოფლად მცხოვრებნი სპილოების მოსაკლავად სხვადასხვა ხერხს მიმართავენ, ელექტროღობეები, შხამი და ასაფეთქებელი ნივთიერებები.