ირანის პრეზიდენტმა ჰასან როჰანიმ მწუხარება გამოთქვა, ირანის შეიარაღებული ძალების მიერ უკრაინული თვითმფრინავის ჩამოგდები გამო.
"შეირაღებული ძალების შიდა გამოძიებამ დაადასტურა, რომ სამწუხაროდ, ადამიანური შეცდომის გამო, რაკეტის გაშვებამ უკრაინული თვითმფრინავის ჩამოვარდნა და 176 უდანაშაულო ადამიანის სიკვდილი გამოიწვია. გამოძიება გრძელდება, უპატიებელი შეცდომაა", - დაწერა როჰანიმ მიკრობლოგ "ტვიტერზე".
"როგორც ირანის პრეზიდენტი, სამძიმრებს ვუცხადებ ამ საშინელი უბედურების შედეგად დაღუპულთა ოჯახებს"', - დასძინა ჰასან როჰანიმ.
მისივე თქმით, ამ "ენითაღუწერელი შეცდომის" გამო მკაცრად დაისჯებიან პასუხისმგებელი პირები.
დღეს, 11 იანვარს, გამთენიისას, ირანის შეიარაღებული ძალების გენერალურმა შტაბმა აღიარა თვითმფრინავის ჩამოგდება და ამას ადამიანური შეცდომა უწოდა.
ირანის ხელისუფლება ავიაკატასტროფის პირველივე დღიდან თვითმფრინავის ჩამოგდებას ძრავის აალებას უკავშირებდა და მომხდართან ყოველგვარ კავშირს კატეგორიულად უარყოფდა.