თუ ის ჩამოვა, საქართველოში დახვდება პროტესტი იმის გამო, რომ ჩვენი ქვეყნის ტერიტორიები ოკუპირებულია, - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ, არჩილ თალაკვაძემ ევროპის საბჭოს მინისტერიალის ფარგლებში რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის სერგეი ლავროვის საქართველოში შესაძლო ჩამოსვლასთან დაკავშირებით.
„ჩამოვა თუ არა ამ შეხვედრაზე სხვა ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრი, მე ამაზე ნამდვილად ვერ გიპასუხებთ. თუ ის ჩამოვა, საქართველოში დახვდება პროტესტი იმის გამო, რომ ჩვენი ქვეყნის ტერიტორიები ოკუპირებულია.
საქართველოში დახვდება ხელისუფლების პრინციპული პოზიციები, რომ შეასრულოს რუსეთის ფედერაციამ ვალდებულებები, საქართველოში დახვდება კონკრეტული დასკვნები და შეფასებები იმ საქმეების, სადაც ჩვენი მოქალაქეთა უფლებები მძიმედ ირღვეოდა, მკვლელობები, გატაცებები, უკანონო პატიმრობები და საქართველოში დახვდება ძალიან პრინციპული განცხადებები ჩვენი სახელისუფლო გუნდის მხრიდან", - განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.