ამერიკელმა მეცნიერებმა დაასკვნეს, რომ აშშ-ის მოსახლეობის 15 პროცენტი დაახლოებით 50 მილიონი ადამიანი ვერ იღებს სრულფასოვან კვებას. აღნიშნულის მიზეზად არასაკმარისი სახსრები დასახელდა.
მსოფლიო საფინანსო კრიზისმა ვითარება კიდევ უფრო დაამძიმა.
კვლევის შედეგებით დადგინდა, რომ ქალები სახსრების ეკონომიას აკეთებენ კვებაზე განათლებაის, ჯანდაცვის, საწვავის ან საზოგადოებრივ ტრანსპორტსა და სიგარეტის
ხარჯების სანაცვლოდ.
კვლევის შედეგებიდან გამომდინარე, მეცნიერები შიშობენ, რომ ამ გარემოებამ ქალებში, შესაძლოა, გამოიწვიოს მეხსიერების ფუნქციის დაქვეითება, ასევე ყურადღების კონცენტრაციის გაფანტვა, პრობლემები საჭმლის მომნელებელ სისტემებთან დაკავშირებით და სხვა სახის გართულებები.