ჰიტლერის მიერ აკვარელით შესრულებული 15-მდე ნახატი აღმოსავლეთ ინგლისში, ქალაქ ლანლოუში Mულლოცკ'ს-ის აუქციონზე 120 ათას ევროდ გაიყიდა.
ნახატები 1908 წელსაა შესრულებული და ჰიტლერის მშობლიურ ადგილებს ასახვას. მან ტილოები 19 წლის ასაკში შეასრულა, როდესაც ვენის სამხატვრო აკადემიაში შესვლას აპირებდა. ისტორიკოსთა ნაწილი ამტკიცებს, რომ დიქტატორი, როგორც ხელოვანი რომ შემდგარიყო, შემდგომი მსოფლიო ისტორია სხვაგვარად წარიმართებოდა.
კოლექცია უცნობმა ავსტრიელმა იურისტმა აღმოაჩინა. მან იგი ჩრდილოეთ ავსტრიაში მდებარე მამულში იპოვა, რომელიც ცოტა ხნით ადრე იყიდა.
ექსპერტების შეფასებით ჰიტლერის ფუნჯს 3000 ნამუშევარი ეკუთვნის. მაგრამ ამ დრომდე მხოლოდ ასამდე ტილო შენარჩუნდა. Mულლოცკ'ს-ის წარმომადგენელთა განცხადებით, სურათების გაყიდვა ევროპაში რთულია, რადგნ ისინი ან ნაციზმის მოწინააღმდეგეთა აკრძალვის ქვეშ ექცევიან, ან აუქცონის სახლების უმრავლესობა ებრაელებს ეკუთვნის, რომლებიც პრონციპულად ეწინაღმდეგებიან ნაცისტი ლიდერის ნამუშევრების გაყიდვას.