ანკარაში დღეს ბაქო-თბილისი-ყარსის პროექტის მიმდინარეობაზე მსჯელობენ. შეხვედრაში, რომელზეც თურქეთის გარდა საქართველოსა და აზერბაიჯანის რკინიგზის წარმომადგენლებიც მონაწილეობენ, განიხილება ბაქო-თბილისი-ყარისი მონაკვეთზე იმ მატარებლების გადაადგილების საკითხიც, რომელიც დსთ-ის ქვეყნებში მოძრაობენ.
შეხვედრაზე ისაუბრებენ, ასევე, ახალქალაქის სადგურიდან შემადგენლობებისა და სხვადასხვა ტვირთების ვაგონების ტრანსპორტირების წესებზე.
ბაქო-თბილისი-ყარსის მაგისტრალის მეშვეობით აზიიდან ევროპაში, რუსეთის გვერდის ავლით, ყოველწლიურად 6 მილიონი ტონა ტვირთის გადაზიდვა და 1 მილიონი მგზავრის გადაყვანა იქნება შესაძლებელი.
ბაქო-თბილისი-ყარსის სარკინიგზო მაგისტრალის ამოქმედება 2011 წლისთვისაა დაგეგმილი და ის ყოველწლიურად ექვსი მილიონი ტვირთის გადაზიდვას და ერთი მილიონი მგზავრის გადაყვანას მოემსახურება.