გურჯანში ქართულ-ფრანგული სამედიცინო ცენტრი რამდენიმე თვეში გაფართოვდება.
U
უახლესი ტექნიკით აღჭურვილ კაბინეტებში ფუნქციონირებას დაიწყებს ყელ-ყურის, ოფთალმოლოგიური, გინეკოლოგიური და ქირურგიული კაბინეტები.
გაიხსნება ინვიტრო-განაყოფიერების ცენტრი და აფთიაქი.
Aახალი სამედიცინო კაბინეტების მშენებლობას საძირკველი საფრანგეთის ელჩმა საქართველოში, ერიკ ფურნიემ, ფრანგმა სენატორმა ანდრე ბინიემ და კახეთის გუბერნატორმა, გიორგი ღვინიაშვილმა ჩაუყარეს.
სამედიცინო-დიაგნოსტიკური ცენტრის გაფართოებაზე საფრანგეთის იონის დეპარტამენტის გენერალური ასამბლეა მილიონი ლარს დახარჯავს.
სამშენებლო სამუშაოები 2011წლის თებერვალში დასრულდება.
ქართულ-ფრანგული სამედიცინო ცენტრი გურჯაანში სამი წელია ფუნქციონირებს.
"ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ საფრანგეთი აქტიურ მონაწილეობას იღებს რეგიონის ინფრასტრუქტურის განვითარებასა და მოსახლეობის სამედიცინო მოსახურების გაუმჯობესებაში,"-განაცხადა კახეთის გუბერნატორმა, გიორგი ღვინიაშვილმა.