ფიზიოლოგიისა და მედიცინის სფეროში ნობელის პრემიის ლაურეატის დასახელებით დღეს შვედეთში ნობელის 109-ე კვირეული იხსნება. თავის ანდერძში ალფრედ ნობელმა ფიზიოლოგიისა და მედიცინის სფეროში ლაურეატის დასახელების ამორჩევა სტოკჰოლმში არსებულ კაროლინის ინსტიტუტს უანდერძა.
მასთან არსებული ნობელის კომიტეტი შედგება ხუთი მუდმივი წევრისაგან, რომელთაც თავის მხრივ აქვთ უფლება კონსულტაციებისათვის ექსპერტები მოიწვიონ. ტრადიციისამებრ, ნობელის კომიტეტები ბოლო მომენტამდე არაფერს აცხადებენ არ პრემიის პრეტენდენტებზე და არც მათზე ვინც ისინი ამ პრემიაზე წარადგინა.
5 ოქტომბერს შვედეთის დედაქალაქში ფიზიკის სფეროში ნობელის კომიტეტი გადაწყვეტილება გახდება ცნობილი. 6 ოქტომბერს - ქიმიის სფეროში, 7 ოქტომბერს ლიტერატურის დარგში ნობელის პრემიის ლაურეატი დასახელდება. 8 ოქტომბერს მსოფლიო მშვიდობის დარგში ლაურეატის ვინაობა გახდება ცნობილი. ბოლოს კი, 11 ოქტომბერს დასახელდება ლაურეატი ეკონომიკის სფეროში.