თვითმფრინავზე, რომელიც მოსკოვიდან-გროზნოში მიფრინავდა ასაფეთქებელი მოწყობილობა ვერ იპოვესა, _ იუწყება "ინტეფაქსი" ადგილობრივ სამართალდამცავ სტრუქტურებზე დაყრდნობით.
"თვითმფრინავის ბორტის შემოწმება დასრულებულია, ასაფეთქებელი მოწყობილობა ნაპოვნი არ იქნა", - განუცხადეს სააგენტოს სამართალდამცავებმა.
ვოლგოგრადის აეროპორტის თანამშრომლების განცხადებით, ამჟამად მიმდინარეობს მგავზრების რეგისტრაცია და თვითმფრინავი კურსს გროზნოსკენ აიღებს.
შეგახსენებთ, რომ რუსეთის ფედერაციის ქალაქ ვოლგოგრადში დაუგეგმავი დაჯდომა განახორციელა თვითმფრინავმა, რომელიც მოსკოვიდან-გროზნოს მიმართულებით რეისს ასრულებდა. აღნიშნულის მიზეზი ავიასამსახურში შესული ინფორმაცია გახდა, რომლის მიხედვითაც თვითმფრინავის ბორტზე აფეთქების საშიშროება იყო. "ვნუკოვოს" აერტოპორში შემოვიდა შეტყობინება, რომ თვითმფრინავზე იაკ-40, რომელიც ვნუკოვოდან გროზნოში გაფრინდა არის ბომბი. ინფორმაცია 16:14 საათზე შემოვიდა, ხოლო 17:46 საათზე თვითმფრინავი ვოლგოგრადში დაჯდა", - განუცხადეს "ინტერფაქსს'.
განხორციელდა თვითმფრინავის 73 მგზავრს ევაკუაცია. თვითმფრინავი გადაყიყვანეს განცალკავებულ ადგილზე სადაც მოხდა მისი შემოწმება.