რუსეთის ფედერაციის ქალაქ ვოლგოგრადში დაუგეგმავი დაჯდომა განახორციელა თვითმფრინავმა, რომელიც მოსკოვიდან-გროზნოს მიმართულებით რეისს ასრულედა.
ინტერფაქსის ინფორმაციით, აღნიშნულის მიზეზი ავიასამსახურში შესული ინფორმაცია გახდა, რომლის მიხედვითაც თვითმფრინავის ბორტზე აფეთქების საშიშროება იყო.
"ვნუკოვოს" აერტოპორში შემოვიდა შეტყობინება, რომ თვითმფრინავზე იაკ-40, რომელიც ვნუკოვოდან გროზნოში გაფრინდა არის ბომბი. ინფორმაცია 16:14 საათზე შემოვიდა, ხოლო 17:46 საათზე თვითმფრინავი ვოლგოგრადში დაჯდა", - განუცხადეს "ინტერფაქსს'.
არსებული ინფორმაციით, თვითმფრინავის 73 მგზავრი ევაკუირებულია. თვითმფრინავი გადაყვენილია განცალკავებულ ადგილზე. საავარიო სამსახურისა და სამართალდამცავი ორგანოების წარმომადგენლები მის შემოწმებას აწარმოებენ.