დიდ ბრიტანეთში დრუიდიზმი, როგორც რელიგია, ისტორიაში პირველად ოფიციალურად დარეგისტრირდა. ნეო-დრუიდებმა საქველმოქმედო სტატუსიც მიიღეს, რაც გარკვეულ გადასახადებზე შეღავათებსაც ითვალისწინებს.
დიდ ბრიტანეთში არსებული ნეო-დრუიდების ქსელი, რომელიც 350 წევრს აერთიანებს აღნიშნული სტატუსისათვის, რამდენიმე წლის განმავლობაში იბრძოდა.
ცნობისათვის, კელტურ რელიგიაში დრუიდიზმი ანტიკური დრუიდების, კელტური საზოგადოების ქურუმთა კლასის წეს-ჩვეულებებს ნიშნავს, რომლებიც დასავლეთ ევროპაში, ალპების ჩრთილოეთით და ბრიტანულ კუნძულებზე იყო გავრცელებული. დრუიდური პრაქტიკები ევროპული ტომების კულტურის ნაწილი იყო. ძირითადად დრუიდიზმი გალურ და კელტურ ტომებში იყო პოპულარული.
თანამედროვე დრუიდებს, რომლებსაც სურთ კვლავ მოიყვანონ პრაქტიკაში დრუიდიზმი, ნეო-დრუიდები ეწოდებათ. ხოლო მათ მიმდევრობას ნეო-დრუიდიზმი.
სიტყვა "დრუიდი" მოდის კელტური სიტყვიდან, რომელიც მუხის ხეს ნიშნავს. დრუიდებს სჯეროდათ მრავალღმერთიანობის და მთვარის კალენდარი მათი შედგენილია.