როტერდამში 15-17 ოქტომბერს გასამართ გრანპრიზე ძიუდოში, საქართველოს ძიუდისტთა ეროვნული ნაკრები 11 მოჭიდავით წარსდგება.
ეს ტურნირი ეროვნული ნაკრების ახალი მთავარი მწვრთნელის სოსო ლიპარტელიანისთვის სადებიუტო იქნება.
ჰოლანდიაში გამგზავრებამდე ნაკრები თბილისში, დოღომში მდებარე შოთა ჩოჩიშვილის სახელობის ძიუდოს აკადემიაში მწვრთნელთა ახალი შემადგენლობთ მოემზადება.