საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრების ახლადდანიშნულმა მწვრთნელმა სოსო ლიპარტელიანმა როტერდამის ტურნირზე ჩასატარებელი გრანსპრისთვის საქართველოს ძიუდოს ეროვნული ნაკრების შემადგენლობა დაასახელა.
15-17 ოქტომბერს როტერდამში ჩასატარებელ გრანპრიზე 11 ქართველი ძიუდოისტი იჭიდავებს: დავით ასუმბანი, ამირან პაპინაშვილი (60 კგ), შალვა ქარდავა, უჩა ხიციშვილი (66კგ), ზაზა კედელაშვილი, ნუგზარ ტატალაშვილი (73კგ), ლევან წიკლაური, იოსებ წელაური (81კგ), ვარლამ ლიპარტელიანი (90კგ), დავით ლორიაშვილი (100კგ) და ადამ ოქრუაშვილი (+100კგ).
ლიპარტელიანმა დამხმარე 5 დამხმარე მწვრთნელიც დაასახელა. პირველ სამ კატეგორიას, 60, 66 და 73 კილოგრამებს გურამ მოდებაძე ჩააბარებს, 81 და 90 კილოგრამებს - ირაკლი უზნაძე, ხოლო 100 და +100 კილოგრამებს - ივერი ჯიქურაული. ტექნიკის განხრით მთავარი მწვრთნელის დამხმარედ თამაზ კარიაული დაინიშნა, ხოლო ფიზიკურ მომზადებას ნესტორ ხერგიანი უხელმძღვანელებს.
სოსო ლიპარტელიანი ძიუდოს ეროვნული ნაკრების მწვრთნელად დანიშვნამდე საქართველოს ძიუდოისტთა ახალგაზრდულ ნაკრებს წვრთნიდა. ახალგაზრდებს მის ნაცვლად გია გუგავა ჩაუდგება სათავეში.