საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრმა ლადო ვარძელაშვილმა სამინისტროს თანამშრომლებთან და ქართველ სპორტსმენებთან ერთად რთველი 2010 - ში მიიღეს მონაწილეობა.
ისინი თელავის რაიონის სოფელ სანიორეში იმყოფებოდნენ.
რთველში სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინიტრი - ლადო ვარძელაშვილი, მისი მოადგილე - დავით ნამგალაური, ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტი - გია ნაცვლიშვილი, ასევე სხვადასხვა სპორტული ფედერაციების პრეზიდენტები, სპორტსმნენები და მწვრთნელები მონაწილეობდნენ.
სანიორეს ვენახებში ყურძნის კრეფას ოლიმპიური ჩემპიონები - ზურაბ ზვიადაური, მანუჩარ კვირკველია, ევროპის პრიზიორი მოჭიდავეები - ოთარ თუშიშვილი, ლექსო მოდებაძე, თავისუფალი და ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა ნაკრების თავკაცები - ზაზა თურმანიძე და ბეგი დარჩიაც შეუერთდნენ.
სპორტსმენთა აქციას რაგბის ეროვნული ნაკრების ახალი მწვრთნელი, შოტლანდიელი რიჩი დიქსონიც ესწრებოდა.
როგორც ვარძელაშვილის უწყება ირწმუნება, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტრო ტრადიციის დანერგვას აპირებს და აღებული მოსავლიდან დაწურული ღვინის მცირე რაოდენობას სასაჩუქრედაც ჩამოასხავს.