აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი აპირებს საკუთარ მოქალაქეებს მოუწოდოს თავი შეიკავონ ევროპაში გამგზავრებისაგან. თეთრ სახლში ამის მიზეზად ევროპაში ალ-ქაიდას გააქტიურებას ასახელებენ. ამის შესახებ აშშ-ის წამყვანი საინფორმაციო სააგენტოები იუწყებან.
არსებული ინფორმაციით, აშშ-ს მოწოდება არ იქნება რომელიმე კონკრეტულ ქვეყანაზე გათვლილი - სახელმწიფო დეპარტამენტის ინფორმაციით, ტერორიზმის საფრთხე მთელს ევროპას ემუქრება.
წამყვანი გამოცემების ინფორმაციით, ალ-ქაიდა ტერორისტული აქტებით დიდი ბრიტანეთის, საფრანგეთის და გერმანიის ქალაქებს დაემუქრა.
არსებული ინფორმაციით, შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტი საკუთარი მოქალაქეების მიმართ შესაბამის მოწოდებას დღეს გააკეთებს.
მასალის გამოყენების პირობები