მოსკოვი მიიჩნევს, რომ ჩრდილოატლანტიკურ ალიანსს რუსეთისადმი ორაზროვანი დამოკიდებულება გააჩნია. რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ალექსანდრე გრუშკო აცხადებს, რომ მოსკოვი ნატოს მოწინააღმდეგედ არ აღიქვამს და იმედს იტოვებს, რომ ალიანსი ასევე გადახედავს თავის ორაზროვან დამოკიდებულებას რუსეთისადმი.
"ნატო უნდა გაემიჯნოს რუსეთისადმი თავის ორაზროვან დამოკიდებულებას. დღემდე ნატოს პოზიციისათვის ორაზროვნობა იყო დამახასიათებელი: ერთის მხრივ დაჯინება, რომ რუსეთი პარტნიორია და მეორეს მხრივ მეტნაკლები აღიარება იმისა, რომ რუსეთი შესაძლოა იყოს პრობლემა უსაფრთხოების სფეროში და მთავარი საფრთხეც", _ აცხადებს სერგეი ლავროვის მოადგილე.