ინდონეზიის ყველაზე მჭიდროდ დასახლებულ კუნძულ იავაზე ამ დილით ორი სარკინიგზო კატასტროფა მოხდა. ამ დროისათვის არსებული ინფორმაციით, კატასტროფის შედეგად დაღუპულია 44 ადამიანზე მეტი და რამდენიმე ათეულმა ადამიანმა სხეულის დაზიანება მიიღო.
მსხვერპლთა საბოლოო რაოდენობა ამ დროისთვის დადგენილი არაა.
პირველი კატასტროფა წუხელ 03:00 საათზე მოხდა, კატასტროფა ორი მატარებლის შეჯახებამ გამოიწვია. პოლიციის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, დაღუპულთა რაოდენობა 31 ადამიანს შეადგენს, თუმცა ადგილობრივი ტელევიზის 43 გარდაცვლილის შესახებ ავრცელებს ინფორმაციას.
ტრანსპორტის სამინისტრო ჯერ ჯერობით კატასტროფის მიზეზს არ ასახელებს, მაგრამ წინასწარი ინფორმაციით, აღნიშნული ტრაგედია შესაძლოა მემანქანის დაუდევრობას გამოეწვია.
ამ შეჯახებიდან ოთხი საათის შემდეგ მეორე კატასტროფა მოხდა - სწრაფი მატარებელი, ლიანდაგზე მდგარ სამოქალაქო მატარებელს შეეჯახა. გავრცელებული ინფორმაციით, ამ შეჯახების შედეგად ერთი ადამიანი გარდაიცვალა.
მასალის გამოყენების პირობები