„ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარემ, ბიძინა ივანიშვილმა ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემა „SWOT ანალიზის“ პირდაპირ ეთერში NDI-ისა და IRI-ის კვლევებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ბევრი არასამთავრობო ორგანიზაცია, რომელიც ამერიკის ფულით ფინანსდება, ამერიკის ინტერესებს არ ატარებს.
მისი თქმით, მას აქვს გეგმები რომ დაარწმუნოს და კარგად აჩვენოთ ვაშინგტონს, რა ხდება საქართველოში.
„მე კონკრეტულად მივწერ, რომ ამერიკის ინტერესებს, ამერიკის სახელმწიფოს ინტერესებს აზარალებენ ცალკეული ჩინოვნიკები, როდესაც ამერიკელი ამომრჩევლის დაფინანსებული ფულით აბსოლუტურად ამერიკის სახელმწიფოს საპირისპირო პოლიტიკას ატარებენ, ყველასთვის გასაგებია, რომ ნაცმოძრაობა და სააკაშვილი არ ადარდებს ამერიკის სახელმწიფოს. ამერიკის სახელმწიფოს საპირისპიროს აკეთებენ ეს NGO-ები და მსგავსი კვლევები. მე არ გამოვრიცხავ, თუ ვერ მოხერხდა ამაზე რეაქციის მიღება, საჯაროდ, ღია წერილით მივმართო კონგრესს, სენატს, ან ორივეს და პრეზიდენტის ადმინისტრაციას, რომ ასეთი სამწუხარო რეალობაა საქართველოში“, - თქვა ივანიშვილი.