"ნაციონალური მოძრაობის" ხელისუფლებაში დაბრუნების ალბათობა თეორიულადაც არ არსებობს. ამის შესახებ „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარე, ბიძინა ივანიშვილმა ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემა „SWOT ანალიზის“ პირდაპირ ეთერში განაცხადა.
„შეუძლებელია თეორიულადაც კი, 0% ალბათობა, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ ხელისუფლებაში მოვიდეს“, - თქვა ივანიშვილმა და აღნიშნა, რომ მათ რომ ანალიზის უნარი ჰქონდეთ ან ვინმე რომ ჰყავდეთ ანალიზის უნარი მქონე, ეტყოდათ, რომ ქართველი ხალხი მათ მართვის სადავეებს აღარ მისცემს.
რაც შეეხება „ქართული ოცნების“ შენსებს, ივანიშვილმა აღნიშნა, რომ ის გუნდს არწმუნებდა, რომ „ქართული ოცნება“ პროპორციულ არჩევნებში 50-60%-ს ძალდატანების გარეშე მიიღებდა.
“კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ მე განვიცდი და გუნდშიც განიცდიან. ეს არ უნდა მომხდარიყო ჯობდა. ჩვენ გვქონდა რესურსი. მე ვარწმუნებდი გუნდის წევრებს რომ ჩვენ გვაქვს რესურსი იმისთვის რომ არ დავარღვიოთ ჩვენი სიტყვა და 50 და 60 პროცენტს შორის, ყოველგავარი ძალდატანების გარეშე შეგვიძლია მივიღოთ ამ არჩევნებში. შეგვიძლია უმრავლესობაც მივიღოთ, მთავრობაც ჩამოვაყალიბოთ... ყველას ჰქონდა კითხვა, ვისთან უნდა კოალიცია. აბსოლუტურად საფუძვლიანი კითხვა. ჩვენ გვქონდა რესურსი და ვაჩვენებდით კიდეც პოლიტიკოსებსაც და ამომრჩეველსაც 2020-ში, რომ პროპორციული სიით ჩვენ მივიღებთ მნიშვნელოვნად მეტს, ვიდრე 50 პროცენტი. ჩვენ ეს რესურსი გაგვაჩნდა“, - თქვა ივანიშვილმა.