გუნდი არ დაიშალა და შენარჩუნდა. ახლა უნდა გაგრძელდეს ქვეყნის სტაბილური განვითარება, - ამის შესახებ პარტია "ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს" თავმჯდომარემ, ბიძინა ივანიშვილმა ტელეკომპანია "იმედის" გადაცემაში "SWOT ანალიზი" განაცხადა.
მისი თქმით, უმრავლესობის დაშლა იქნებოდა ტრაგიკული ქვეყნისთვის დღეს.
"მე პირადად ძალიან ვიაქტიურე და არ დავშალეთ გუნდი, შევინარჩუნეთ. უმრავლესობის დაშლა იქნებოდა ტრაგიკული ამ ქვეყნისთვის დღეს. შევინარჩუნეთ სტაბილური უმრავლესობა და მე ძალიან მიყვარს გამონათქვამი, რომ "ზოგი ჭირი მარგებელია".
რა თქმა უნდა, ცუდი იყო რაც მოხდა, როგორც მოხდა, მაგრამ აქედან უნდა გავაკეთოთ დასკვნები, მრავალმხრივი დასკვნები და გავაგრძელოთ ქვეყნის სტაბილური განვითარება", - განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.