არაფერი დრამატული მომხდარა, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ბიძინა ივანიშვილმა ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში 2020 წელს პროპორციულ საარჩევნო სისტამის ჩაგდებასთან დაკავშირებით განაცხადა.
მისი თქმით, ბევრ განვითარებულ ქვეყანებში თითქმის ყველა პარტიას აქვს შეუსრულებელი დაპირება.
„გუნდის შიგნით ამას განიცდიან, მაგრამ სინამდვილეში არაფერი დრამატული არ მომხდარა. არსებობენ სსახელმწიფოები და ზე-სახელმწფიოებიც, სადაც მაჟორიტარული საარჩვენო სისტემა მოქმედებს“, - თქვა ივანიშვილმა.
მისივე თქმით, თავადაც და გუნდშიც განიცდიან რომ დაპირება ვერ შეასრულეს, მიუხედავად იმისა რომ ხელშეკრულება არავისთან ჰქონიათ და ეს იყო მხოლოდ „ქართული ოცნების“ კეთილი ნება.
„სამწუხაროა, რომ ჩვენ ჩვენი დაპირება ვერ შევასრულეთ, რა თქმა უნდა, დაზიანდა გუნდი. მე ძალიან ვუფრთხილდები საკუთარ სიტყვებს, ალბათ ყველა პასუხისმგებლიანი პოლიტიკოსი თუ ადამიანია, განიცდის, როდესაც ის ამბობს და ვერ აკეთებს“, - თქვა ივანიშვილმა და აღნიშნა, რომ დღევანდელი ხმაური მის მიერ 24 ივნისს გაკეთებულ განცხადების გამოა.
„სწორედ ჩემგან გაკეთებული განცხადება არის საფუძველი, დღევანდელი ხმაურისა, თანაც ქართული ოცნების უმრავლესობა ამას დაეთანხმა. მართალია, ეს იყო ცალმხრივი დაპირება, ეს არ ყოფილა ხელშეკრულების მსგავსი, ეს იყო ჩვენგან კეთილი ნება იმ რთულ სიტუაციაში, რომელიც მოყვა 20 ივნისის მოვლენებს. დამოკიდებულება მაჟორიტარების დეპუტატების მაშინვე იყო ცნობილი. გარკვეული წინააღმდეგობისა მაჟორიტარები ამ ინიციატივას დაეთანხმნენ. და რა თქმა უნდა, სამწუხაროა რომ ჩვენ ჩვენი დაპირება ვერ შევასრულეთ“, - თქვა ივანიშვილმა.