დღეიდან აჭარაში ინგლისური ენის შემსწავლელი უფასო კურსები დაიწყო. მოკლევადიან საგანმანათლებლო პროგრამაში ჩართვა ნებისმიერ ადამიანს ასაკისა და პროფესიის მიუხედავად შეეძლო. სამი თვის მანძილზე პროგრამის 1200-მდე მონაწილე ინგლისურ ენას შეისწავლის.
"საგანმანათლებლო პროგრამაში ჩართვის მსურველების რაოდენობა ორი ათასამდე იყო, აჭარის მთავრობის ინიციატივით გამოიყოფა დამატებითი თანხები, რათა დანარჩენმა მსურველმაც შეძლოს პროგრამაში ჩართვა", - განაცხადა აჭარის მთავრობის მეთაურმა ლევან ვარშალომიძემ.
ინგლისური ენის შემსწავლელი ცენტრი პირველ ეტაპზე ბათუმში ხელვაჩაურში და ქობულეთში განთავსდა. პროგრამა