ბრიტანეთის სასმართლომ ორი წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა ევროპარლამენტის ყოფილ დეპუტატს 61 წლის ტომ უაიზს.
უაიზი ევროპარლამენტში გაერთიანებული სამეფოს დამოუკიდებლობის პარტიას წარმოადგენდა. მას ბრალი დაედო 40 ათასი ფუნტი სტერლინგის მითვისებაში, რომელიც გათვალისწინებული იყო დეპუტატის დამხმარე პერსონალის ხელფასის ასანაზღაურებლად.
უაიზი 2004 წლის დეკემბრიდან 2005 წლის დეკემბრამდე რეგულარულად რიცხავდა თავის საიდუმლო ბანაკო ანგარიშებზე საკუთარი მდივნის ხელფასის ნაწილს.
დეპუტატის მდივანი, რომელსაც დადგენილი ჰქონდა ხელფასი 3 ათასი ფუნტი სტერლინგის ოდენობით, ანაღაურების სახით მხოლოდ 500 ფუნტს იღებდა, სხვას კი დეპუტატი საკუთარ ჯიბეში იდებდა.
აღნიშნული მაქინაცია მედიის წარმომადგენელთა ძლისხმევის შედეგად გახდა ცნობილი, რის შემდეგაც მას სადეპუტატო მანდატი ჩამოერთვა.
პატიმრობის გარდა სასმართლომ ყოფილ დეპუტატს 30 ათასი ფუნტი სტერლინგის გადახდაც დააკისრა.