ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებათა თანათავმჯდომარეები დღეს სეპარატისტულ სამხრეთ ოსეთში ჩავლენ. ინფორმაციას ამის შესახებ ე.წ. სამხრეთ ოსეთის ბეჭდვისა და ინფორმაციის კომიტეტი ავრცელებს.
მათო ინფორმაციით, ბოლატ ნურგალიევი (ეუთო), ანტი ტურუნენი (გაერო) და პირეტ მორელი (ევროკავშირი) ოს სეპარატისტთა ლიდერის ე.წ. რწმუნებულს პოსტკონფლიქტური დარეგულირების საკითხებში ბორის ჩოჩიევსა და მის მოადგილეს მერაბ ჩიგოევს შეხვდებიან.
"შეხვედრაში ასევე მიიღებს მონაწილეობას საგარეო საქმეთა მინისტრი მურატ ჯიოევი და პრეზიდენტის მრჩეველი კონსტანტინე კოჩიევი", _ იუწყება ოსური მხარე.