მექსიკაში, ჩიაპასის შტატში, წყნარი ოკეანის სანაპიროებზე 6.3 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა. იტყობინება ევროპის ხმელთაშუაზღვისპირეთის სეისმოლოგიური ცენტრი.
სეისმოლოგების განცხადებით, მიწისძვრა ადგილობრივი დროით 04:27 საათზე დაფიქსრდა.
მიწისძვრის ეპიცენტრი სოფელ პუერტო-მადეროსგან 110 კილომეტრში დაფიქსირდა.
მექსიკის ეროვნული სეისმოლოგიური სამსახური ევროპის სეისმოლოგიური ცენტრისგან მცირედით განსხვავებულ მონაცემს აცხადებს და ირწმუნება, რომ მიწისძვრის სიმძლავრე 6.4 მაგნიტუდა იყო.
ინფორმაცია ნგრევისა და შესაძლო მსხვერპლთა შესახებ არ გავრცელებულა.