ნატოს სამეკავშირეო ოფისი საქართველოში იგივე ფუქციებით იქნება აღჭურვილი, რაც უნდა ჰქონდეს ნატოს საელჩოს ნებისმიერ ქვეყანაში. რადგან ჩრდილოატლანტიკური ალიანსი საელჩოებს ქვეყნებში არ ხსნის, ნატოს სამეკავშირეო ოფისი საქართველოში იგივე ფუნქციის მატარებელი ორგანო იქნება.
ოფისში მუდმივად იმუშავებენ ნატოს ექსპერტები და დაეხმარებიან ქვეყანას სხვადასხვა სფეროში. ისინი ითანამშრომლებენ უწყებებთან იმისათვის, რათა გატარდეს რეფორმები იმისათვის, რომ ქვეყანამ ნატოს სტანდარტები დააკმაყოფილოს.
ცენტრი მთლიანად ნატოს დაფინანსებით იქმნება. ნატოს სამეკავშირეო ოფისს ნატოს გენერალური მდივანი ანდრეს ფოგ რასმუსენი პირადად გახსნის.
ოფისს წარმოშობით პოლონელი ზბიგნევ რიბაცკი უხელმძღვანელებს.