აშშ-ის აღმოსავლეთ სანაპიროს რამდენიმე შტატში, ძლიერი წვიმების გამო, წყალდიდობის საშიშროების შესახებ გამოცხადდა. ამინდის ეროვნული სამსახურის მეტეოროლოგების განცხადებით, ჩრდილოეთ და სამხრეთ კაროლინაში, ასევე ვირჯინიაში, მენში და სხვა შტატებში წყლის დონე საგრძნობლადაა მომატებული.
სინოპტიკოსების განცხადებით, წყალდიდობა მოსალოდნელია საკმაოდ ვრცელ ტერიტორიაზე, მათ შორის ვაშინგტონის ცალკეულ რაიონებში.
ჩრდილოეთ კაროლინიდან ნიუ-ჯერსამდე მოსალოდნელია ტორნადოს საფრთხეც.
გადაუღებელმა წვიმებმა და ძლიერმა ქარმა აშშ-ს აღმოსავლეთ სანაპიროზე რკინიგზის ტრანსპორტის მოძრაობის შეფერხება გამოიწვია.
წვიმები გახდა ავტოსაგზაო შემთხვევების მიზეზიც, რომლის შედეგადაც 100 ადამიანი დაშავდა და 4 დაიღუპა.
მასალის გამოყენების პირობები