ძალიან კარგად ჩანს, რომ ეს არის ორგანიზებული სცენარი და ამ სცენარზე პასუხისმგებელი არის პირადად ბიძინა ივანიშვილი, - განაცხადა „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთიომა ლიდერმა დავით ბაქრაძემ.
“მე არ მიყვარს ხოლმე შეთქმულების თეორიები, მაგრამ წარმოუდგენელია, საღი აზრის მქონე ადამიანმა დაიჯეროს, რომ მაგალითად, ანზორ ბოლქვაძე წავიდა ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ ან მირზოევი ან ძალიან ბევრი ის მაჟორიტარი, რომელიც ამ სიაშია. ძალიან კარგად ჩანს, რომ ეს არის ორგანიზებული სცენარი და ამ სცენარზე პასუხისმგებელი არის პირადად ბიძინა ივანიშვილი და ქართული ოცნების პოლიტიკური ხელმძღვანელობა“, - თქვა ბაქრაძემ.
პარლამენტმა 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების პროპორციული წესით, ნულოვანი ბარიერის პირობებში, ჩატარებასთან დაკავშირებით მომზადებულ საკონსტიტუციო ცვლილებებს მხარი არ დაუჭირა. 101 დეპუტატი მომხრე, 3 წინააღმდეგი იყო. იმისთვის, რომ ცვლილებები დამტკიცებულიყო 113 დეპუტატის ხმა იყო საჭირო. დეპუტატებმა სხდომაზე რეგისტრაცია სამჯერ გაიარეს. სხდომას 141 დეპუტატი ესწრებოდა.