პარლამენტში არჩევნების პროპორციული წესით ჩატარების კანონპროექტის ჩავარდნამ მღელვარება გამოიწვია პარლამენტის შენობის წინ მიმდინარე აქციის მონაწილეთა შორის.
"მთელი საქართველო გამოვა გარეთ და ამ უსაქმურების ჯგროს, რომელმაც ძალაუფლება მოპარა ხალხს და კონსტიტუცია ამოიდო საჯდომქვეშ, პანჩურით გავყრით აქედან. სრული მობილიზაცია. ყველა, ვისაც უყვარს ქვეყანა, გამოვა პარლამენტის წინ. პიკეტირებასაც ვგეგმავთ და ჩავკეტავ ყველაფერს" - თქვა პარლამენტთან მიმდინარე აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ შოთა დიღმელაშვილმა.
შოთა დიღმელაშვილი კომენტარს "რადიო თავისუფლება" ავრცელებს.
პარლამენტმა 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების პროპორციული წესით, ნულოვანი ბარიერის პირობებში, ჩატარებასთან დაკავშირებით მომზადებულ საკონსტიტუციო ცვლილებებს მხარი არ დაუჭირა.
101 დეპუტატი მომხრე, 3 წინააღმდეგი იყო.
იმისთვის, რომ ცვლილებები დამტკიცებულიყო 113 დეპუტატის ხმა იყო საჭირო.
დეპუტატებმა სხდომაზე რეგისტრაცია სამჯერ გაიარეს. სხდომას 141 დეპუტატი ესწრებოდა