პარლამენტის თავმჯდომარის არჩილ თალაკვაძის თქმით, პროპორციულ სისტემაზე გადასვლისთვის ხმები არ აღმოჩნდა საკმარისი.
"შესაბამისად, პარლამენტმა ეს გადაწყვეტილება არ მიიღო. ეს იმას ნიშნავს, რომ 2020 წლის არჩევნები ჩატარდება სამპროცენტიანი ბარიერით, ბლოკებით და შერეული სისტემით. ეს გადაწყვეტილება მიიღო საქართველოს პარლამენტმა" - თქვა თალაკვაძემ.
პარლამენტმა 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების პროპორციული წესით, ნულოვანი ბარიერის პირობებში, ჩატარებასთან დაკავშირებით მომზადებულ საკონსტიტუციო ცვლილებებს მხარი არ დაუჭირა. 101 დეპუტატი მომხრე, 3 წინააღმდეგი იყო. იმისთვის, რომ ცვლილებები დამტკიცებულიყო 113 დეპუტატის ხმა იყო საჭირო. დეპუტატებმა სხდომაზე რეგისტრაცია სამჯერ გაიარეს. სხდომას 141 დეპუტატი ესწრებოდა.