"საქართველო გაერთიანების შანსს ყოველდღე კარგავს." ამის შესახებ ზურაბ ნოღაიდელმა, პოლიტიკური გაერთიანების, "მოძრაობა სამართლიანი საქართველოსთვის" ოფისში გამართულ პრესკონფერენციაზე ისაუბრა.
მისი თქმით Pპოლიტიკური გაერთიანების "მოძრაობა სამართლიანი საქართველოსთვის" ერთ-ერთი მთავარი ლოზუნგი: "დავიბრუნოთ აფხაზები და ოსები და გავაერთიანებთ საქართველოს" - დროა, კონკრეტულ ქმედებებში გადაიზარდოს აუცილებელია, რომ აფხაზების და ოსების მიერ საქართველო აღქმული იყოს, როგორც მათი გულშემატკივარი ქვეყანა, რაც დიდწილად ეკონომიკური ინტეგრაციის დაწყებით მიიღწევა, ამასთანავე საქართველოს გამთლიანების გზა მხოლოდ კონფლიქტის საერთაშორისო ასპარეზზე გატანას არ ნიშნავს.
"ჩვენ უნდა მოვილაპარაკოთ აფხაზებთან და ოსებთან. ვფიქრობთ დადგა დრო ყველა მხარისათვის სასარგებლო პირობებით სხვადასხვა პროექტების და მათ შორის, რკინიგზის ამოქმედებისა. Eეს საინტერესო იქნება აფხაზებისათვის, ასევე სომხეთისთვის, თურქებისთვის და რუსეთისთვის", - განაცხადა ზურაბ ნოღაიდელმა.
"მოძრაობა სამართლაინი საქართველოსთვის" იწყებს აქტიურ დიალოგს აფხაზებთან, ოსებთან და ყველა პოლიტიკურ გაერთიანებასა და არასამთავრობო ორგანიზაციებს სოლიდარობისკენ მოუწოდებს. წინააღმდეგ შემთხვევაში საქართველოს გაერთიანების ყოველგვარი შანსი დაიკარგება.
ნოღაიდელი ცხინვალში დაკავებულ არასრულწლოვნების საკითხსაც შეეხო, მისი ინფორმაციით, მათი გათავისუფლება უახლოს მომავალში მოხდება. აღნიშნული ინფორმაცია კი გოჩა ძასოხოვმა მიაწოდა.