ფრაქცია „ქართული ოცნება - რეგიონების განვითარებისთვის“ სახელით ფრაქციის თავმჯდომარემ კახაბერ ოქრიაშვილმა განაცხადა, რომ ისინი მხარს არ დაუჭერენ კანონპროექტს, რადგან, მისი თქმით, პროპორციული სისტემა არის მოძველებული, უვარგისი და რისკების შემცველი საარჩევნო სისტემა, რომელიც არ ამართლებს ევროპაში.
„ქვეყნები, სადაც ეს სისტემა არის დანერგილი არიან მუდმივ, პერმანენტულ, პოლიტიკურ კრიზისში, რაც გამოიხატება პრაქტიკულად ყოველწლიურ რიგგარეშე არჩევნებში, ესპანეთი, ისრაელი, მოლდოვა და ასე შემდეგ. თუ ქვეყნები, სადაც ჩამოყალიბებული დემოკრატია და დემოკრატიული ინსტიტუტები არსებობს უძლებენ ამ პერმანენტულ კრიზისებს, ჩვენი ქვეყანა ამ კრიზისებს ვერ გაუძლებს. მე არ მსურს, რომ მომავალში ჩემს ქვეყანაში ყოველწლიურად რიგგარეშე არჩვენები იყოს“ - განაცხადა კახა ოქრიაშვილმა, რომელიც მიიჩნევს, რომ პარტიული ინტერესები არ უნდა დადგეს უფრო წინ, ვიდრე ჩვენი ქვეყნის მომავლის ინტერესები. –„ჩვენ გვაქვს მყარი არგუმენტები, რომ ეს საარჩევნო სისტემა არ ვარგა ჩვენი ქვეყნისთვის, ჩვენი ფრაქციის სახელით ვაცხადებ, რომ ჩვენ მხარს არ დავუჭერთ ამ კანონპროექტს, მინუს 6 ხმა და თქვენც მოგიწოდებთ გააკეთოთ იგივე“ - მოუწოდა კოლეგებს დეპუტატმა.